რატომ იცვლება ღარიბაშვილი კობახიძით? - რას ამბობს პაპუაშვილი
რატომ ცვლით ირაკლი ღარიბაშვილს? რატომ უშვებთ თანამდებობიდან? ცუდი პრემიერია? - "პირველების" ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პარლამენტის თავმჯდომარემ თავი აარიდა.
აქ კომენტარს ვერ გავაკეთებ," - თქვა პაპუაშვილმა.
"პირველების" ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
როგორც "პირველებისთვის" გახდა ცნობილი, გასულ კვირას "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭო გაიმართა, სადაც ყრილობის გამართვის და ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.
"პირველების" ინფორმაციით, 1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობაზე მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს.