თითოეული მათგანი არის გამორჩეული ლიდერი "ოცნების" - წილოსანი კობახიძე-ღარიბაშვილზე

29.01.24 15:07
თითოეული მათგანი არის გამორჩეული ლიდერი "ოცნების" - წილოსანი კობახიძე-ღარიბაშვილზე

"თითოეული მათგანი არის გამორჩეული ლიდერი ქართული ოცნების" - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აკეთებს.

წილოსანი ეხმაურება პრემიერის შეცვლის გადაწყვეტილებას და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აქებს როგორც კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს.

დაანონსდება ოფიციალურად, იქამდე თავს შევიკავებ კონკრეტული დეტალებისგან. ოპოზიციის კომენტარი ნებისმიერი ჩვენი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არარელევანტურია, იმიტომ, რომ ვადევნებ თვალყურს ოპოზიციის მუდმივ დეგრადაციას, რაც თავისთავად განპირობებულია იმით, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია და როგორც მმართველი გუნდი ძლიერდება. ასევე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, ემსახურება პარტიის და მმართველი რგოლის გაძლიერებას.
ირაკლი ღარიბაშვილის თუ ირაკლი კობახიძის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენ გუნდის წევრებს არაერთხელ გვითქვამს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც მათ აქვთ და თითოეული მათგანი არის გამორჩეული ლიდერი ქართული ოცნების,“ - ამბობს წილოსანი.