ასეთი საკადრო გადაადგილებები საქმისთვის იქნება უკეთესი - სეფაშვილი

29.01.24 15:11
ასეთი საკადრო გადაადგილებები საქმისთვის იქნება უკეთესი - სეფაშვილი

"არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო ცვლილებები, მაგრამ საქმისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა ისაუბრა.

სეფაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

მიზეზების შესახებ ვერ გესაუბრებით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასეთი საკადრო გადაადგილებები საქმისთვის იქნება უკეთესი,“ - ამბობს ეკა სეფაშვილი.