უწევთ გადაწყობა იმიტომ, რომ არც ივანიშვილის დაბრუნება არ გადაარჩენთ მათ გარდაუვალი მარცხისგან - სამადაშვილი

29.01.24 15:15
უწევთ გადაწყობა იმიტომ, რომ არც ივანიშვილის დაბრუნება არ გადაარჩენთ მათ გარდაუვალი მარცხისგან - სამადაშვილი

"მას შემდეგ, რაც რუსეთის დავალებით ივანიშვილი დაბრუნდა პარტიაში და ყრილობა სულ რამდენიმე კვირის წინ ჩაატარეს, ახლა უწევთ გადაწყობა იმიტომ, რომ არც ივანიშვილის დაბრუნება, როგორც ჩანს, მათივე გამოკითხვებით არ გადაარჩენთ მათ გარდაუვალი მარცხისგან", - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს.

სამადაშვილი პრემიერად კობახიძის დანიშვნის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ 
ქართულ ოცნებაში" უმძიმესი კრიზისია.

უმძიმეს კრიზისშია ქართული ოცნება შესული, მას შემდეგ, რაც რუსეთის დავალებით ივანიშვილი დაბრუნდა პარტიაში და ყრილობა სულ რამდენიმე კვირის წინ ჩაატარეს, ახლა უწევთ გადაწყობა იმიტომ, რომ არც ივანიშვილის დაბრუნება, როგორც ჩანს, მათივე გამოკითხვებით არ გადაარჩენთ მათ გარდაუვალი მარცხისგან შემდეგ არჩევნებზე და რა თქმა უნდა, ახლა რუსეთი ცდილობს, დაეხმაროს საკუთარ მოკავშირეს და შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები ქვეყანაში,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.