შეხვედრამ დიდი მოლოდინი არ დამიტოვა - თეონა აქუბარდია
რაზე ისაუბრეს სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ - ოპოზიცია იმედგაცრუებულია. ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ შეხვედრამ რაიმე დადებითი მოლოდინი არ დაუტოვა. მისი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება და იმედოვნებს, რომ რეფორმების გახორციელებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა იქნება.
ეს იყო ძირითადად ფორმატთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტული ხედვების და მათ შორის განწყობების მაჩვენებელი, მაგრამ რომ გითხრათ, რომ რაიმე დიდი მოლოდინი დამიტოვა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები იქნება, ასე არ არის. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაგრძელდება და იქნება უფრო მეტი კონკრეტიკა, უფრო კონკრეტულ, მომზადებულ ინიციატივებთან დაკავშირებით როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, - ამბობს თეონა აქუბარდია.