იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს - გიორგი მსხილაძე
EU-ს 9 დათქმის შესრულება - ოპოზიციის გარდა, მოქმედებებს მმართველი გუნდისგან ელოდება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც, რომელმაც ღიად თქვა, რომ "ოცნებამ", მინიმუმ, ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკვშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
გიორგი მსხილაძის თქმით, 9 დათქმის შესრულების პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებით დააკვირდება.
აქ დეტალებზე არ იყო საუბარი. რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხები დაისვა და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააგზავნა თვითონ და მიმართა ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ის დასკვნები და პასუხები, რომელიც მოვიდა ვენეციის კომისიიდან, იმედი გვაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება საარჩევნო კოდექსში, - ამბობს მსხილაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ევროკავშირის 9 დათქმი8ს შესრულებასთან დაკავშირებით დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მმართველი გუნდის გარდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა.