პარტიული მანქანა და აღმასრულებელი შტო ბოლომდე შეერწყა ერთმანეთს - ზურა ჯაფარიძე

29.01.24 15:55
პარტიული მანქანა და აღმასრულებელი შტო ბოლომდე შეერწყა ერთმანეთს - ზურა ჯაფარიძე

საკადრო გადანაცვლებას "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლება საარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

მე მგონია, რომ საარჩევნოდ ხმების მობილიზების და გამოძალვის მანქანა, მაგის თავში ერთ-ერთი თავი იყო კობახიძე და მგონია, რომ აქეთკენ გადმოყვანა ნიშნავს, რომ პარტიული მანქანა და აღმასრულებელი შტო ბოლომდე შეერწყა ერთმანეთს. 
იქიდან ნაცვლად იმისა, რომ იქ გროვდებოდეს რაღაც ინფომრაცია და დავალება მიდიოდეს სხვადასხვა სამინისტროსთან, ვინ რა უნდა გააკეთოს, იქვე იქნება თავმოყრილი და იქვე მიხედავს. 
ღარიბაშვილს ძალიან ბევრი ნეგატივი დაუგროვდა - ისეთი რაღაცების გაპრავება უწევდათ ღარიბაშვილის გამო, რაც გაუპრავებელია, როგორიც იყო, მამა ჩუქნის ყოველ წელს 150 ათას ლარს და ამის არავის არ სჯერა,“ - ამბობს ჯაფარიძე.