ჩარკვიანი კობახიძეს: თქვენ ხომ არ ხართ ის რადიკალი, რომელიც თავად ქმნის რადიკალიზაციას?!

29.01.24 16:04
ჩარკვიანი კობახიძეს: თქვენ ხომ არ ხართ ის რადიკალი, რომელიც თავად ქმნის რადიკალიზაციას?!

"კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი  დარწმუნებულია, რომ სისტემური რეფორმის გარეშე ქვეყანაში დეპოლარიზაცია ვერ დასრულდება. ჩარკვიანმა შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ ირაკლი კობახიძის პირდაპირ ჰკითხა, ხომ არ არის ის სწორედ ის "რადიკალი", რომელიც დეპოლარიზაცაის უწყობს ხელს. 

დეპოლარიზაცია ვერ მოხდება თუ არ მოხდა სისტემური რეფორმა. ეს ჩემი აზრი იყო. ამ დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ასეთი აზრი იყო, რომ "ასეთი ტერმინი არ არსებობსო". აი, ამის საპასუხოდ, როდესაც ბატონმა ირაკლიმ შემისწორა და თქვა, რომ დეპოლარიზება არ არის, ეს არის რადიკალიზაციაო, მე ვკითხე, რომ თქვენ ხომ არ ხართ ის რადიკალი, რომელიც ხელს უწყობს თავად და ქმნის რადიკალიზაციას, იმიტომ, რომ ის ხელისუფლებაშია, - ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხუთსაათიანი სამუშაო შეხვედრა დღეს უშედეგოდ დასრულდა.