ისევ გვეყოლება ირაკლი, უფრო მაღალი და სხვა ვარცხნილობით - ელისაშვილი
"ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, პრემიერმინისტრი ისევ გვეყოლება ირაკლი, ოღონდ უფრო მაღალი და სხვა ვარცხნილობით," - ასე აფასებს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს და პრემიერის თანამდებობაზე ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლების გეგმას.
როგორც ელისაშვილი ამბობს, ივანიშვილი საკუთარ ძალას აჩვენებს მისივე თანაგუნდელებს.
თავი წარმოიდგინეს რეალურ მმართველებად ამ ქვეყნის და იქ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ახლა უნდა აჩვენოს, რომ მართალია, მას ასაკი ემატება, მაგრამ ბრჭყალები არ გასცვეთია და ამ ბრჭყალებს გამოჩენაა ახლა ეს და მეტი არაფერი," - ამბობს ელისაშვილი.