ჯანდაცვის მტკიცებით, რესპუბლიკურის თანამშრომლების ნაწილი კომპენსაციას დათანხმდა, მათ ვინაობას უწყება ასაიდუმლოებს

29.01.24 16:28
ჯანდაცვის მტკიცებით, რესპუბლიკურის თანამშრომლების ნაწილი კომპენსაციას დათანხმდა, მათ ვინაობას უწყება ასაიდუმლოებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა გააკეთა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, უწყება გაასაიდუმლოებს იმ პირების ვინაობას, ვინც კომპენსაციას დათანხმდა, მიზეზად კიკ კოლეგებისგან ზეწოლის თავიდან არიდებას ასახელებს. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან შესაბამისი დოკუმენტი იურიდიულად გაფორმდა.
პატივს ვცემთ, კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება კომპენსაციებთან დაკავშირებით, დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება“,-განაცხადა ილია ღუდუშაურმა.