ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ხვდება

29.01.24 16:34
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ხვდება

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ხვდება. "მთავარი არხის" დამფუძნებელი კლინიკა "ვივა მედში" ოთხ საათზე შევიდა.

ეს არის გვარამიას პირველი შეხვედრა სააკაშვილთან მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა.

ნიკა გვარამია პოლიტიკურ არენაზე გამოსვლას თებერვლისთვის აანონსებს. როგორც გვარამია ამბობს, ესაუბრება მათ, "ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას - შეცვალოს და კომპეტენციას - მართოს."