პოსტ აპოკალიფსური სიტუაციაა - მოქალაქეები ვარკეთილის მეტროს ჭერზე
ვარკეთილის მეტროს ჭერი 6 წელია, რაც რემონტდება, თუმცა, ამ დრომდე დასრულებული არ არის. როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ ეშინიათ მეტროში ჩასვლა, რადგან თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ვარაუდობენ, რომ ამდენ ხანს რემონტი გაიწელა ერთადერთი მიზეზით და ეს თანხების გაფლანგვას უკავშირდება.
მე პირადად უსაფრთხოდ ნამდვილად არ ვგრძნობ, ადგილ-ადგილ შემჩნეული მაქვს წვეთები რომ ვარდება. იმდენად შესახედაობითაც დამთრგუნველია ეს სიტუაცია - პოსტ აპოკალიფსური სიტუაციაა, რამდენ ხანს უნდა იყოს ასე არ ვიცი. რაც უფრო მალე გაკეთდება, უკეთესია, ხალხის უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ძალიან ვნერვიულობ, რომ ჩავდივარ შიშის ქვეშ ვარ. რა ვიცი, რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
შეიძლება გაფლანგულია ფული და იმიტომ ვერ გაკეთდა. მე მიკვირს, რატომ დაშალეს, თუ გაკეთებული უნდა იყოს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
უსაფრთხოდ არ ვგრძნობ თავს, მაგრამ ალბათ გააკეთებენ. მაშინ ჩამოიშალა, მერე გააკეთეს, ახლა კიდევ მოხსნეს, სადღაც ნახევარი წელია, მგონი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.