კორუფციის, ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის შედეგია - კორუფციის მკვლევარები ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე
ექვსი წელი ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევიდან - თბილისის მერიამ ამ დრომდე ვერ აღადგინა ჩამონგრეული და დაზიანებული სადგური. ხალხი, ვინც, ყოველდღიურად სარგებლობს მიწისქვეშა ტრანსპორტით აცხადებს, რომ მეტრო ვარკეთილი საშინელებათა გვირაბს ჰგავს. ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებელი თბილისის მერიაა, რომელიც გულგრილობას იჩენს და სადგურის შეკეთებას ექვსი წელია თავს ვერ აბამს.
ვარკეთილის რეკონსტრუქციისთვის და კაპიტალური სამუშაოების ჩასატარებლად კალაძის უწყება ხან ტენდერებს აცხადებს და ხან ხელშეკრულებს აფორმებს, მაგრამ პროცესი გაყინულია.
საერთო ჯამში, 2017 წლიდან დაახლოებით, 5 მილიონამდე ლარი გადახდილია ვარკეთილის მეტროს ჭერის რეაბილიტაციაში, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. როგორი უსუსურია ქალაქის მერია, რომ 6 წლის განმავლობაში ვარკეთილის ჭერის დეკორატიული შეფუთვა ვერ განახორციელა. 6 წლის განმავლობაში თბილისის მერიამ ამ შემთხვევაში 2 ვადით კახა კალაძემ ვერ შეძლო ერთი მეტროსადგურის ჭერის რეაბილიტაცია,“ - ამბობს ბესიკ დონაძე.
უკვე 6 წელი გავიდა, რაც ვარკეთილის მეტროს ჭერი არის ჩამონგრეული, კახა კალაძემ რამდენჯერმე აბრახუნა მაგიდაზე მუშტები, რომ სირცხვილია, როგორ შეიძლება რომ ამდენი ხანი მეტროს ჭერი გაუკეთებელი იყოსო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ხალხი დადის ამ დანგრეულ, გაურემონტებელ მეტროსადგურში და ხვალ, ზეგ კიდევ რა უბედურება შეიძლება მოხდეს, კაცმა არ იცის. ეს არის კორუფციის, ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის შედეგი, რომელთანაც ასოცირდება ქართული ოცნება,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.