ოფიციალურად: ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა

29.01.24 17:03
ოფიციალურად: ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა - განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ - დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას"- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, პრემიერობის დატოვების შემდეგ, მან მიიღო შეთავაზება ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შესახებ.

"ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება"- დასძინა მან. 

ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ადგილს ამჯერად ირაკლი კობახიძეს უთმობს. 

პირველად ღარიბაშვილი პრემიერობიდან ივანიშვილმა 2015 წელს გადააყენა, მაშინ ღარიბაშვილს მიზეზი არ უთქვამს - დაემშვიდობა თანამდებობას  და ათონის მონასტერში წავიდა.