ივანიშვილი დანაშაულში ეჭვმიტანილ პრემიერზე პასუხისმგებლობას აღარ იღებს - ხიდაშელი
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილ პრემიერზე ივანიშვილს პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდა. "სამოქალაქო იდეის" ლიდერის თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ პრემიერის პოსტზე კობახიძე დანიშნოს, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არც საგარეო კურსი და არც ხედვები შეიცვლება შეიცვლება.
ამასტან, ხიდაშელი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭიდება, რადგან "ოცნების" ამომრცევლისთვის მას სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება.
ეს არის მისი მხრიდან ნათქვამი, რომ არაფერი იცვლება: ხაზი, კურსი, ხედვები, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიციონირება იგივე რჩება, უბრალოდ, დანაშაულში ეჭვმიტანილ პრემიერზე აღარ იღებს პასუხისმგებლობას. ვფქირობ, საარჩევნოდ ღარიბაშვილი მას სჭირდება, "37 მანეთად მოსკოვებში დავფრინავდით" ტიპის ამომრჩევლის ორიენტირია ირაკლი ღარიბაშვილი და ის ძალიან ღირეულია დღეს "ქართული ოცნებისთვის" ამიტომ, ამ ამომრჩეველტან კომუნიკაციისთვის ზუსტად ამ ტიპის ადამიანი სჭირდება მას. შესაბამისად, მისი ადგილი რა იქნება, ამის მიხედვით განისაზღვრება, - ამბობს თინა ხიდაშელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა - განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ადგილს ამჯერად ირაკლი კობახიძეს უთმობს.