ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ შესთავაზეს, ზაფხულში გადამდგარიყო
ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ შესთავაზეს, ზაფხულში გადამდგარიყო. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე რამდენიმე სცენარზე იმსჯელეს და ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომ ის ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გადამდგარიყო, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღო.
ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება," - ამბობს ღარიბაშვილი.