ივანიშვილს საარჩევნო წელს ისეთი გადაწყვეტილებები სჭირდება, რომელიც მინიმალურ რისკებსაც დაუზღვევს - ბესელია

29.01.24 17:31
ივანიშვილს საარჩევნო წელს ისეთი გადაწყვეტილებები სჭირდება, რომელიც მინიმალურ რისკებსაც დაუზღვევს - ბესელია

რისკების გარეშე მიღების თუ მოდელის თვალსაზრისით, ივანიშვილს სჭირდება ისეთი გადაწყვეტილებები ამ საარჩევნო წელს, რომელიც მინიმალურ რისკებსაც დაუზღვევს, - ასე აფასებს "ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია რარიბაშილის თანამდებობიდან გადადგომას. 

სახელისუფლებო პარტიის ყოფილი წევრი  ფიქრობს, რომ ღარიბაშვილს და "ოცნებას" საკუთარ ამომრჩეველში მეტი დასაყრდენი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს, რომელიც პრემიერის პოსტზე მოიაზრება. 

რისკების გარეშე მიღების თუ მოდელის თვალსაზრისით, ივანიშვილს სჭირდება ისეთი გადაწყვეტილებები ამ საარჩევნო წელს, რომელიც მინიმალურ რისკებსაც დაუზღვევს. აბსოლუტური მორჩილება და იმ დონის მორჩილება, რომ მას ფილტრი შინაგანი, რომ რაღაცეებზე უარის თქმა არის საჭირო, ეს ფილტრი არ აქვს და ამ თვალსაზრისით შეიძლება იყოს მხოლოდ შერჩეული. ღარიბაშვილს მეტი დასაყრდენი აქვს საკუთარ ამომრჩევლებში და "ოცნებას", ვიდრე კობახიძეს, - ამბობს ეკა ბესელია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა - განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ადგილს ამჯერად ირაკლი კობახიძეს უთმობს.