"ივანიშვილი სახლობანას თამაშობს... როდემდე უნდა აპორწიალოს" - ბერძენიშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე

29.01.24 17:41
"ივანიშვილი სახლობანას თამაშობს... როდემდე უნდა აპორწიალოს" - ბერძენიშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე

"ივანიშვილი სახლობანას თამაშობს" - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი ღარიბაშილის პოსტიდან გადადგომას. ოპოზიციის წევრის თქმით, ოლიგარქი ღარიბაშვილს სახლში, სავარაუდოდ, მხოლოდ იმიტომ არ უშვებს, რომ სიტყვის საჯარო გატეხვა არ გამოუვიდეს. 

ერთი ირაკლი პრემიერად, მეორე პარტიის თავმჯდომარედ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეს არ არის გამყარება პოზიციების. კობახიძე პარლამენტს აკონტროლებდა, ღარიბაშვილი პარლამენტს ვეღარ გააკონტროლებს, მთავრობაში არარ იქნება და ვერც პარტიას გააკონტროლებს, რადგან იქ მას უშუალო უფროსი ჰყავს ივანიშვილის სახით. სახლობანას თამაშობს, ეს არის გადააგილა, ჩამოაქვეითა, თავისთან დაიტოვა. ახლა მეორეჯერაც სულ სახლში გაშვება, ეტყობა, მისი სიტყვის საჯარო გატეხვაც იქნებოდა და თან რამენჯერ უნდა აპორწიალოს...ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, კახი კალაძის პოზიციები არ გამყარდა ამ ცვლილებით, იმიტომ, რომ ის გენერალური მდივანი იყო, ჰაერში გამოკიდებული იქნება ახლა ეს მისი გენერალური მდივნობა, - ამბობს დავით ბერძენიშვილი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა - განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ადგილს ამჯერად ირაკლი კობახიძეს უთმობს.