პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება- თალაკვაძე
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება თავად მიიღო და ტოვებს პრემიერმინისტრის თანამდებობას.
ის საქმიანობას გააგრძელებს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციაზე, ხოლო გუნდში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები და პრემიერმინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.