სააკაშვილისა და გვარამიას შეხვედრა დასრულებულია - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

29.01.24 18:16
სააკაშვილისა და გვარამიას შეხვედრა დასრულებულია - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეხვედრა დასრულებულია - "ვივა მედიდან" გვარამია რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. ისინი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელმა პოლიტიკური მოვლენების შესახებ ისაუბრეს, თუმცა როგორც ირკვევა, გვარამიას სააკაშვილთან საკუთარი სამომავლო გეგმები არ განუხილია, რადგან ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ ის თანამშრომლობას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან აპირებს, მათ შორის, "გირჩთან", "დროასთან" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთანაც. 

კონსულტაციებს ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე მეგობრებთან ზოგადად გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ მთლად კორექტული იყოს. პოზიციები გავცვალეთ, მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ. ჩემი დამოკიდებულება მისი გეგმების მიმართ. განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, ნიკა მელიასთანაც, ზურასთან და ელენესთანაც და მე ზოგადად მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატებით. "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა ოპოზიციაში რანაირად შეიძლება რომ არ მოხდეს. არჩევნების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ეს გამორიცხულია, რომ სხვანაირად იყოს იმიტომ, რომ ოპოზიციური კოალიცია "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ვერ იქნება", - ამბობს გვარამია.