ღარიბაშვილმა, რომელმაც პრემიერის პოსტი მეორედ დატოვა, მადლობა ივანიშვილს გადაუხადა
თანამდებობიდან მეორედ გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვიოლი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის - მისი თქმით, პრემიერმინისტრად მუშაობის პერიოდში "ქართული ოცნების" დამფუძნებლისგან "უდიდეს მხარდაჭერას" გრძნობდა:
პრემიერმინისტრად მუშაობის პერიოდში გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან "თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეუღლეს, შვილებს, მშობლებს.
"იმედი მაქვს ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი"- თქვა მან.