"ოლიგარქის კარის თამაშებით მხოლოდ "ოცნების" შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის არაფერი" - ეძგვერაძე
"ოლიგარქის კარის თამაშებით მხოლოდ "ოცნების" შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის - არაფერი", - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ეძგვერაძე სამთავრობო ცვლილებებს.
მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, რადგან "ირაკლების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება".
ღარიბაშვილ-კობახიძის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ გადანაცვლებით რა იცვლება რიგითი მოქალაქისთვის? ხელფასი ემატება კობახიძის გარდა ვინმეს? სამუშაო ადგილები ჩნდება? ემიგრაცია ბრუნდება? პენსია იზრდება? დანგრეული სკოლები რემონტდება? კორუფცია მარცხდება? ტენდერებით ფულს აღარ მოიპარავენ?
ოლიგარქის კარის თამაშებით მხოლოდ ოცნების შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის - არაფერი.“ - წერს ირაკლი ეძგვერაძე.