წარმატებულ პრემიერ-მინისტრებს სახლში არავინ უშვებს - სამადაშვილი

29.01.24 19:20
წარმატებულ პრემიერ-მინისტრებს სახლში არავინ უშვებს - სამადაშვილი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი "დღის ამბების" ეთერში სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. 

სამადაშვილი მმართველ პარტიას გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას უწოდებს და ამბობს, რომ "ოცნება" პოლიტიკურ სანაგვეშია გადასაგდები.

მეტიც, დეპუტატის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ "ოცნებას" ევროკავშირის გზაზე არაფერი გაუკეთებია. 

ქართული ოცნების პოსტულატია, რომ წარმატებული ხელისუფლება არის სწორი - კარგ პრემიერმინისტრებს სახლში არავინ არ უშვებს და არავინ არ ცვლის. თუ წარმატებებს მიაღწია ღარიბაშვილმა, რაში სჭირდებოდათ მისი გამოცვლა?! თვითონ იციან, რომ წარმატებული კი არა, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა იმიტომ, რომ რამდენი კანდიდატის სტატუსიც არ უნდა მიიღოს საქართველომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგო, რომ ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია გარდა ხელის შეშლისა", - ამბობს სამადაშვილი.