ივანიშვილი მურუსიძეზე დგას - სალომე სამადაშვილი
"პაპუაშვილი არავინ არ არის, მურუსიძეზე დგას ივანიშვილის რეჟიმი", - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი არ დაიშლება, სასამართლო სისტემის რეფორმის გატარება შეუძლებელი იქნება.
სამადაშვილი იხსენებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს და ამბობს, რომ რუსული ხელისუფლების პირობებში 9 დათქმის შესრულება წარმოუდგენელია.
პაპუაშვილსა და მურუსიძეს შორის განსხვავება იცი რა არის, მურუსიძე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ივანიშვილის რეჟიმის, ვიდრე პაპუაშვილი. პაპუაშვილი არავინ არ არის. მურუსიძეზე დგას ივანიშვილის რეჟიმი. მურუსიძის კლანის დაშლა და სასამართლო სისტემის რეფორმა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორების გარეშე შეუძლებელია. მე არც თავს მოვიტყუებ და არც საზოგადოებას, რომ ის მოთხოვნების შესრულება, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, არის შესაძლებელი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში", - ამბობს სამადაშვილი.