შვილი პოსტზე და დიდი ქონება - თავდაცვის სამინისტრო მინისტრის მოადგილის სკანდალზე დუმს

29.01.24 20:40
შვილი პოსტზე და დიდი ქონება - თავდაცვის სამინისტრო მინისტრის მოადგილის სკანდალზე დუმს

თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია და არაფერს ამბობს მინისტრის მოადგილის სკანდალთან დაკავშირებით - "პირველებმა" წერილი ბურჭულაძის უწყებას გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. რა შემოსავლებით იყიდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის შვილმა   ორსართულიანი სახლი შეერთებულ შტატებში, ბალტიმორში?    

შაბათის ეთერში მტკიცებულებების გასაჯაროებიდან ორი დღე გავიდა, თუმცა არცერთი განმარტება სამინისტროდან არ მოგვისმენია. კორუფციის მკვლევრები კი მინიმუმ ორ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებენ. შესაძლო კორუფცია და ნეპოტიზმი. ლელა ჩიქოვანის შვილი, თორნიკე ჩიქოვანი დედის მსგავსად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. ის ამერიკაში სამუშაოდ, სავარაუდოდ, სწორედ მაღალჩინოსანი დედის გავლენებით გაუშვეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.