ივანიშვილის ინტერესები რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ოლიგარქი ქვეყნის ცენტრალური კლინიკით დაინტერესებული იყო

29.01.24 20:35
ივანიშვილის ინტერესები რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ოლიგარქი ქვეყნის ცენტრალური კლინიკით დაინტერესებული იყო

ივანიშვილის ინტერესები რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ფონდი ქართუ ადასტურებს, რომ წლების წინ ოლიგარქი ქვეყნის ცენტრალური კლინიკით დაინტერესებული იყო. ივანიშვილს სურდა, შენობა დაენგრია, იქ ახალი აეშენებინა, ოღონდ კლინიკის ნაცვლად სამედიცინო სასწავლებელი. ოლიგარქმა მაშინ ამ პროექტის განხორციელება გადაიფიქრა, თუმცა არავინ იცის, რას იზამს ახლა, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ.

ამ მიზნით კი ყოველ დღე მთავრობა ახალ ნაბიჯებს დგამს. კლინიკა პრაქტიკულად პარალიზებულია, იქ პაციენტებიც აღარ შეჰყავთ. გააუქმეს ყველა ტენდერი, რითაც საავადმყოფო საჭირო მედიკამენტებით და გადაუდებელი სამედიცინო მასალებით  უნდა მოემარაგებინათ. მედიკოსები ამბობენ, რომ კრიზისი ჯანდაცვის სამინისტრომ ხელოვნურად შექმნა, რათა მედპერსონალი იძულებული გახდეს, საავადმყოფო დატოვოს. ექიმები პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას აანონსებენ და აზარაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.