რატომ შეცვალეს პრემიერი?

29.01.24 20:14
რატომ შეცვალეს პრემიერი?

ცვლილება, რომელიც გარდაუვალი იყო - რატომ ჩამოართვა ოლიგარქმა ხელმეორედ მართვის სადავეები ღარიბაშვილს?! ივანიშვილი იშორებს ყველას, ვინც შესაძლოა, მას არჩევნების წინ  რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. პირველი კი რა თქმა უნდა პრემიერია, თავისი კორუფციული სკანდალებით. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ახლა ოლიგარქი ნებისმიერ საკადრო ცვლილებაზე წავა. ღარიბაშვილი პოსტიდან გაუშვა, თუმცა ფორმალურად გუნდში მაინც დაიტოვა.

ის, ვინც ივანიშვილს კარგად იცნობს, ვარაუდობს, რომ ოლიგარქს იმ რადიკალური დაჯგუფებების დაკარგვა არ უნდა, რომლებიც უკვე ყოფილ პრემიერთან ასოცირდებიან. "ქართულ ოცნებაში" კი სრული დაბნეულობაა, ყველამ კარგად იცის, რომ პრემიერის გაშვება, მხოლოდ დიდი ცვლილებების დასაწყისია.  თუმცა ივანიშვილის გარდა არავინ იცის, ვინ არის შემდეგი, ვისაც ოლიგარქი  გაწირავს ან რა გადაადგილებები აქვს ჩაფიქრებული სახელისუფლებო ვერტიკალში.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.