ევროკომისიის 9 მოთხოვნა - "ოცნების" მოჩვენებითი დიალოგი ოპოზიციასთან და პასუხგაუცემელი კითხვები
შეხვედრა შეხვედრისთვის - "ქართული ოცნების" მოჩვენებითი დიალოგი ოპოზიციასთან და პასუხგაუცემელი კითხვები. 5-საათიანი საუბარი უმრავლესობას, ოპოზიციას და არასამთავრობოებს შორის ისე დასრულდა, რომ კონკრეტული არაფერი თქმულა. როგორ აპირებს ხელისუფლება ევროკომისიის დათქმების შესრულებას, ისევ ბუნდოვანია. შესაბამისად ფართო ფორმატში გამართულმა სხდომამ მხოლოდ ერთი განცდა დატოვა - უმრავლესობამ სხდომა ფორმალურად - მხოლოდ დასავლელი პარტნიორების დასანახად ჩაატარა.
არადა სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალი დევს. საარჩევნო და სასამართლო სისტემა, დეოლიგარქიზაცია - ეს ის საკვანძო რეფორმებია, რომელიც დეკემბრამდე განხორციელებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება. ოპოზიციასთან მოჩვენებითი დიალოგი კი "ოცნებამ" დღეს ისევ თავდასხმით დაიწყო. მთავარი სამიზნე "ლელო" იყო, რომელმაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.