კორუფციას შეწირული პოსტი - რა ქონებით ტოვებს ღარიბაშვილი თანამდებობას?
დიდი ფულით სახლში მეორედ გაშვებული ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ იქცა საქართველოს პრემიერი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ჩინოვნიკად. ყველა სავარაუდო კორუფციული სკანდალი, რომელიც ღარიბაშვილის ამ პოსტზე მუშაობას უკავშირდება, საჯარო "ტვ პირველის" გამომძიებელი გუნდის მიერ გახდა. დაწყებული ცოლისთვის ნაჩუქარი ტყით, გაგრძელებული ცოლის მდიდრული წვეულებით და დასრულებული სამთავრობო ჩარტერით. ღარიბაშვილმა ყველა რეკორდი მოხსნა. სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულით ასე გამდიდრებული პრემიერი ქვეყანას არ ჰყოლია.
გამდიდრდა ღარიბაშვილი და გამდიდრდა მთელი კახური კლანი. ღარიბაშვილის დეკლარაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა რომ გაჩნდა, პრემიერმა ხალხისთვის იმის მტკიცება დაიწყო, რომ პენსიონერი მამა არჩენს. შვილის მეორედ გაპრემიერების ორ-წლიან პერიოდში დიდი ფულის და უძრავი ქონების დაგროვება მოასწრო ტარიელ ღარიბაშვილმაც. ერთი კერძო სახლიდან დაწყებული ცხოვრება პრემიერის მამისთვის დიდი მამულებით გაგრძელდა. ლამის ნახევარი დედოფლისწყარო ახლა ღარიბაშვილების საკუთრებაა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.