ზღვარგადასული ლანძღვა - მურუსიძე მედიას პოზიტივის გაშუქებისკენ მოუწოდებს

27.06.21 13:09
ზღვარგადასული ლანძღვა - მურუსიძე მედიას პოზიტივის გაშუქებისკენ მოუწოდებს

ე.წ. კლანის წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საგანგებო შეკრების მთავარი განსახილველი თემა მოსამართლეთა მიმართ გამოთქმული კრიტიკაა. მურუსიძე მედიას მეტი პოზიტივის გაშუქებისკენ მოუწოდებს. მურუსიძის მტკიცებით, ისინი კანონის მიხედვით ხელმძღვანელობენ.

ეს საკითხები უკავშირდება იმ ზღვარგადასულ ლანძღვას, რაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. ამავე დროს, როდესაც ლანძღავენ სასამართლო სისტემას, სასამართლოს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ არგუმენტირებულად უპასუხოს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანო, ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონით. საბჭომ კანონის თანახმად იმოქმედა, წარადგინა მოსამართლეები, ეხლა ჯერ პარლამენტზე არის", - ამბობს მურუსიძე.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. მოსამართლეები პარტნიორი ქვეყნების ელჩების მოწოდებებზე, რომ  შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, საპასუხო განცხადებას გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები