რუსეთიდან ჩამოსულებს 100 დოლარად უკეთებდნენ აცრას - ჩალაძე

27.06.21 13:39
რუსეთიდან ჩამოსულებს 100 დოლარად უკეთებდნენ აცრას - ჩალაძე

გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი, გიორგი ჩალაძე, გამქრალ ვაქცინებსა და იატაკქვეშა ვაქცინაციას შორის პირდაპირ კავშირზე საუბრობს. ჩალაძის მტკიცებით, ვაქცინაციის დროს კორუფციასაც ჰქონდა ადგილი და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს თანხის სანაცვლოდ ცრიდნენ.

ჩვენი რეგულაციებით გათვალისწინებულია, პირველ რიგში უნდა აიცრას კლინიკის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და იქ მომუშავე ადამიანები. საქართველოში ხდებოდა პირიქით,  ცოცხალ რიგში იყვნენ  ჩინოვნიკების ცოლები, მათთან დაახლოებული პირები და ძალიან ბევრი ფაქტია, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულები 100 დოლარად იკეთებდნენ ვაქცინას", - ამბობს ჩალაძე.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინების დაკარგვის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასულ კვირას განაცხადა. მათი თქმით, გამქრალია  5 ათასამდე დოზა.  შაბათის ეთერის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ახლო მეგობარი, ჯაკო უგრეხელიძე, კურირებდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები  ტვ პირველთან ამბობენ, რომ ჯაკო უგრეხელიძის კაბინეტში არარეგისტრირებული მოქალაქეები იცრებოდნენ.