გავაპროტესტეთ დეზინფორმაციული კამპანია - მოსამართლეების შეხვედრა დასრულდა

27.06.21 15:08
გავაპროტესტეთ დეზინფორმაციული კამპანია - მოსამართლეების შეხვედრა დასრულდა

 იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართული მოსამართლეების  შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კონსულტაციებს მოსამართლეებთან ლევან მურუსიძე და ირაკლი შენგელია მართავდნენ. მოსამართლეებმა სხდომაზე ერთობლივი ტექსტი შეიმუშავეს, რომლის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, სხდომაზე მოსამართლეებმა სასამართლო სისტემის მიმართ დეზინფორმაციული კამპანია ერთად გააპროტესტეს.

გავაპროტესტეთ ისე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მიმართულია სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ და მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. გამახვილდა ყურადღება ისეთ მიუღებელ ფორმებზე, როგორიცაა მაგალითად სატელევიზიო კლიპების და ფილმების დამზადება ცილისმწამებლური. მოვუწოდებთ, შეწყვიტონ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა", - ამბობს გვრიტიშვილი.

დახურულ სხდომას არ ესწრებოდა მიხეილ ჩინჩალაძე.