მედიატორის რჩევებით ვერ ვიხელმძღვანელებთ - ვოლსკი

27.06.21 17:11
მედიატორის რჩევებით ვერ ვიხელმძღვანელებთ - ვოლსკი

"ოცნების" უარი მედიატორ ელჩებს -  გია ვოლსკის თქმით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება. ვოლსკი აცხადებს, რომ ისინი უცხოელი მედიატორების ნაკარნახევით ვერ იმოქმედებენ.

არ შეიძლება, რომ მედიატორის რჩევებით ვუკარნახოთ სასამართლოს გადაწყვეტილება. მან გაითვალისწინა, დიდი ხნის მანძილზე შეაჩერა მოსმაართლეების დანიშვნა. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რაც გააჩნია საზოგადოებას და რაც სერიოზულ მინუსზე მიუთითებს,  ეს არის კვალიფიციურ მოსამართლეთა ნაკლებობა, რაც საჭიროებს უახლოეს პერიოდში შევსებასაც და გადაწყვეტილებების მიღებასაც იმგვარად, რომ საზოგადოებას ემსახუროს და არა პოლიტიკურ ინტერესებს კონკრეტული ჯგუფების.

სასამართლოს მიმართ ესეთი გავეშებული შეტევა არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც გააჩნია "ნაციონალურ მოძრაობას", - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება  ვენეციის კომისიამაც მოითხოვა. პროცესის დაპაუზება ასევე მოითხოვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები