სიტყვა კლანი შეურაცხმყოფელია - მოსამართლეები დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ

28.06.21 11:16
სიტყვა კლანი შეურაცხმყოფელია - მოსამართლეები დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლავრენტი მაღლაკელიძე,  ამბობს, რომ ტერმინი კლანი მისთვის და მისი კოლეგებისთვის  შეურაცხმყოფელია. მოსამართლის თქმით, საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს შეცდომაში შეჰყავთ დასავლელი პარტნიორები. 

ჩემთვისაც შეურაცხმყოფელია, როდესაც სიტყვა კლანი გამოიყენება მოსამართლეთა მიმართ, ეს არის ყურით მოთრეული ტერმინი და შეურაცხმყოფელია ეს როგორც პირადად ჩემთვის, ისე ჩემი კოლეგებისთვის. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიდა ორგანიზაციების მხრიდან ხდება ამ პროცესის პოლიტიზირება და ამ ჩართული არიან ცალკეული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, თუ დიპლომატიური წარმომადგენლები", - ამბობს ლავრენტი მაღლაკელიძე.