კლანი აბობოქრდა და ცდილობს, შეინარჩუნოს კლანური მმართველობა - ვაშაძე

28.06.21 13:30
კლანი აბობოქრდა და ცდილობს, შეინარჩუნოს კლანური მმართველობა - ვაშაძე

 „კლანი“ აბობოქრდა და ცდილობს, რამენაირად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა მართლმსაჯულებაში, - ამის შესახებ  ჟურნალისტებთან დეპუტატმა  გიორგი ვაშაძემ თქვა. 

ვაშაძის თქმით, არაა გამორიცხული,  “ქართულ ოცნებას” დათმობებზე მოუწიოს წასვლა. 

კლანს ეშინია, რომ "ქართულ ოცნებას" მოუწევს უკან დახევა, შესაბამისად კლანი აბობოქრდა ეხლა და უნდა, რომ რამენაირად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა, ეს არის რეალობა.

თუ პროცესი ასე გაგრძელდა, სანქცია ნომერი ერთი იქნება - ყველა მაკროსაფინანსო დახმარებაზე წინაპირობები. თუ არ შეიცვლება “კლანი” და მართლმსაჯულების რეფორმა არ დაიწყება, კაპიკს ვეღარ მივიღებთ! სამწუხაროდ, ვიცით, რომ ვალებით ვცხოვრობთ. შემდეგ იქნება პერსონალური სანქციები. მმართველმა გუნდმა რაც არ უნდა იჩქაროს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხელში შარლ მიშელის დოკუმენტი გვიჭირავს? იმიტომ, რომ სანქციების საფუძველი გახდება ამ დოკუმენტის შეუსრულებლობა. დოკუმენტს ჰყავს თავისი გარანტორი მხარე - ამერიკა და ევროკავშირი. როცა სანქციებზე იქნება საუბარი, დოკუმენტს აიღებენ და იკითხავენ, პუნქტი ნომერი ოთხი შეუსრულებელია? - იქნება სანქცია“, - ამბობს ვაშაძე. 

 

მსგავსი სიახლეები