გაიკეთოს ცისარტყელას შარფი - გოცირიძე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ღირსების მარშს შეუერთდეს
პარლამენტის დეპუტატი, რომან გოცირიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს შეუერთდეს.
გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა მოქალაქეობრივი თვითშეგნება უნდა აჩვენოს.
ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს თავისი აზრი როგორც უნდა, რაც არის დაშვებული კანონით. უნდა შეწყდეს ქვეყანაში უმცირესობების ჩაგვრა. კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, 5-ში მივიდეს პრაიდზე, ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომ ხარ პრეზიდენტი, რომ დაიცვა ყველას უფლებები და იყო კონსტიტუციის დაცვის გარანტი", - მიმართა გოცირიძემ ზურაბიშვილს.
თბილისი პრაიდის ღირსების მარში 5 ივლისს გაიმართება.