არ მოგცემთ უფლებას, უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ​მონიშნოთ - ნაკაიძე პრემიერს

28.06.21 16:47
არ მოგცემთ უფლებას, უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ​მონიშნოთ - ნაკაიძე პრემიერს

"არ მოგცემთ უფლებას, უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ​მონიშნოთ", - ასე მიმართა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. 

მე დღეს აქ საქართველოს უმცირესობების ხმა ვარ. მე ქართველი მუსლიმი ვარ. დიახ, მინდა, კარგად იცოდეთ, ბატონო პრემიერო, რომ მე ქართველი მუსლიმი ვარ. ჩვენ ღირსეულად და თავისუფლად რუსთაველის ქუჩაზე, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ჩვენ ავაშენებთ ეკლესიებს, ჩვენ ავაშენებთ სინაგოგებს. ჩვენ ავაშენებთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს სულიერების უმთავრესი ტაძარია. მაგრამ თქვენ არ მოგცემთ უფლებას, ჩვენს კითხვებს გვერდი აუაროთ. თქვენ მოგიწევთ, გასცეთ პასუხი ჩვენს კითხვებს. თქვენ არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მოხაზოთ და მონიშნოთ. არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში განიხილოთ. საქართველო ჩვენი სამშობლოა, ჩვენ მეტი სამშობლო არ გვაქვს", - თქვა ნაკაიძემ. 

 


 

მსგავსი სიახლეები