თუკი ერთ ადამიანს მაინც თმის ღერი ჩამოუვარდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა - Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შსს-ს 5 ივლისს ღირსების მარშში მონაწილე პირების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. ანა სუბელიანი ამბობს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
თუკი ერთ ადამიანს მაინც ერთი თმის ღერი ჩამოუვარდება იქ, ეს იქნება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. კეთილი ინებონ, გააკეთონ ძალიან მკაფიო, კონკრეტული განცხადებები, რომ დაიცავენ თითოეული მოქალაქის უფლებას და რომ შეუწყნარებლები იქნებიან ძალადობის მიმართ. მათ აქვთ სრულიად საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ დაიცვან უსაფრთხოება და სიმშვიდე უზრუნველჰყონ თბილისის ქუჩებში, ეს არ არის ის, რომ ისინი ვერ შეძლებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ამის ნება არ გააჩნიათ", - ამბობს ანა სუბელიანი.