ირაკლი კობახიძეს პარლამენტში "კომოს ტბის საძმოს" წევრი შეცვლის
ირაკლი კობახიძეს პარლამენტში "კომოს ტბის საძმოს" წევრი ჩაანაცვლებს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა გიორგი ბარვენაშვილს უწევს.
გიორგი ბარვენაშვილი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 71-ე წევრია.
ბარვენაშვილი არჩილ თალაკვაძის და კახა კალაძის უახლოესი გარეოცვას წარმოადგენს. მისი სახელი მედიის ყურადღების ცენტრში 2019 წელს მოექცა, როდესაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მან წვეულება გადაიხადა ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე, კომოს ტბაზე, სადაც იმყოფებოდნენ კალაძე, თალაკვაძე, ბექა ოდიშარია.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, გიორგი ბარვანაშვილი საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების დამფუძნებელია.
ამასთან იგი ფლობს შპს ფფე-ს 100%-ს, შპს GORAGROUP-ის 100%-ს, შპს ჯი ჯი ჯი ჯორჯიას 25%-ს ისრაელის მოქალაქეებთან ერთად, შპს ნამა კონსალტინგის 34%-ს, შპს ტექნოკლიმა-ს 10%-ს, შპს ბიბი ჯგუფის 50%-ს და შპს ოდა-ს 50%-ს. ასევე, შპს parna-ს წილის 50%-ს კი, კომპანიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის 4 მოქალაქე ინაწილებს.