მამა გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს
"პირველების" ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. ინფორმაცია "პირველებს " დაკავებულის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 7 წელი გავიდა. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა. მას, პროკურატურის მტკიცებით, ციანიდის ნატრიუმი აღმოუჩინეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ დეკანოიძი ილია მეორის მოწამვლას აპირებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ ასევე, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.
ცნობისთვის, გასულ შაბათს "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად გაავრცელა შორენა თეთრუაშვილის წერილი, სადაც საპატრიარქოს წარმომაგენელი თანახმა იყო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეცვლოდა.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.