პაპუაშვილის იერიში სამოქალაქო სექტორზე - ევროკავშირი "ოცნებისგან" NGO-ებთან საერთო ენის გამონახვას მოითხოვს

15.02.24 20:39
პაპუაშვილის იერიში სამოქალაქო სექტორზე - ევროკავშირი "ოცნებისგან" NGO-ებთან საერთო ენის გამონახვას მოითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე ისევ სამოქალაქო სექტორი გახდა. შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლო ერთ კვირაში თავს უკვე მეორედ ესხმის და მათ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტებს უწოდებს. პაპუაშვილი ორგანიზაციებს მძიმე ბრალდებებს უყენებს და 2020-ის არჩევნების შესახებ ყალბი დასკვნების მომზადებაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სამოქალაქო სექტორს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა უნდა და ამ მიზნით ისინი ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ.

ორგანიზაციებმა, რომელსაც პაპუაშვილი ღიად უპირისპირდება, დღეს ქება ევროკავშირის ელჩისგან მიიღეს.  ჰერჩინსკი  მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქვეყნისთვის ყველა გადამწყვეტ საკითხზე მუშაობის დროს გამოიყენოს სამოქალაქო სექტორის რესურსი. ევროპელი დიპლომატი მთავრობას პრაქტიკულად ავალდებულებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს და  შეასრულოს ევროკომისიის 9-ვე პუნქტი. ელჩი აფრთხილებს "ოცნებას, რომ ევროკომისიის დათქმების შესრულება  არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები