არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ - რას ამბობდა თამარ ჟვანია გადადგომამდე 7 დღით ადრე
თამარ ჟვანია, რომელმაც თანამდებობა დატოვა, 7 დღის წინ, 22 ივნისს ამბობდა, რომ "არსად წასვლას არ აპირებდა".
როგორც ხედავთ, მე ისევ აქ ვარ, მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, შევხედავ ამ ცვლილებებს, მე არსად წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები"- აცხადებდა ცესკოს მაშინდელი ხელმძღვანელი.
ამ განცხადებიდან ზუსტად 7 დღეში კი თამარ ჟვანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხაება გაავრცელა.
ჟვანია გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს და არც მედიასთან აკეთებს განმარტებებს.