რა სქემით ყიდიან წამალს ნარკორეალიზატორები საქართველოში - პირველი ინტერვიუ ე.წ. კურიერთან (ვიდეო)

17.02.24 21:46
რა სქემით ყიდიან წამალს ნარკორეალიზატორები საქართველოში - პირველი ინტერვიუ ე.წ. კურიერთან (ვიდეო)

უპრეცედენტო ფაქტი ტელესივრცეში - რა სქემით ყიდიან წამალს ნარკორეალიზატორები საქართველოში?

"ნოდარ მელაძის შაბათთან" ხაზზე გამოვიდა ე.წ. კურიერი, რომელიც მისი თქმით, ნარკორეალიზატორების სქემაში იქნა ჩათრეული.

ახალგაზრდა კაცი ამტკიცებს, რომ წამლის დადებაზე უარის თქმის შემდეგ, ის ნარკორეალიზატორების მხრიდან მუქარის და შანტაჟის მსხვერპლია. 

მოქალაქე, რომლის პირადი მონაცემები ტელეგრამ არხებზე გასაჯაროვდა, ირწმუნება, რომ სქემაში 10 დღის წინ ჩაერთო, ნარკოტიკული საშუალების დადებაზე უარის შემდეგ კი მასზე ნადირობა გამოაცხადეს და 3 000$-ის გადახდა მოსთხოვეს. 

როგორც ირკვევა, ნარკორეალიზატორი რეზოს მეტადონის მოპარვაში ადანაშაულებს და მასზე ნადირობაა გამოცხადებული. 

შენიშვნა: "ტვ პირველის" რედაქცია ე.წ. კურიერის ფოტოს მისი ნებართვით ავრცელებს. 

სიკვდილის გამყიდველები - ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები