ნავალნის სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნავალნი იყო რუსეთში ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბერლინი მისი გარდაცვალების გამო ახსნა-განმარტებებს ითხოვს.
დღეს ბერლინში შედგება შესაბამისი შეხვედრა რუსეთის ელჩთან,“ - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.
როგორც სააგენტო „როიტერს“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ასევე შოკისმომგვრელია, რომ რუსეთში მოქალაქეებს ნავალნის ხსოვნისთვის პატივსაცემად მემორიალთან ყვავილების მიტანის გამო აკავებენ.
გერმანია ცალსახად მოითხოვს რუსეთში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ყველა პირის განთავისუფლებას“ თქვა პრესმდივანმა.