ივანიშვილის პარტიას თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილის კატასრტოფულად ეშინია - ბოკუჩავა
ენმ-ს წევრს თინა ბოკუჩავას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას თავისუფლებაზე მყოფი მიხეილ სააკაშვილის ეშინია. ოპოზიციის წევრის თქმით, სწორედ ამიტომ ამყოფებს "ქართული ოცნება" ქვეყნის მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში.
ამასთან, ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებას.
ივანიშვილის პარტიას კატასრტოფულად ეშინია თავისუფლებაზე მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილის. სწორედ ამიტომ იმყოფება ის პოლიტიკურ ტყვეობაში, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესებისთვის, რომ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტპატიმარი, პოლიტიკური ტყვე პრეზიდენტი სააკაშვილის სახით, რომ ის იყოს გათავისუფლებული და ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, - ამბობს თიკა ბოკუჩავა.