"საკუთარ მოქალაქეებთან ამ ჟანრში საუბარი ცუდია" - მეტრეველი მაია ბითაძეს პასუხობს

19.02.24 18:21
"საკუთარ მოქალაქეებთან ამ ჟანრში საუბარი ცუდია" - მეტრეველი მაია ბითაძეს პასუხობს

რა საფრთხეებს შეიცავს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი - "ქართული ოცნების" დეპუტატების არგუმენტებს "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი პასუხობს. 

მეტრეველი მაია ბითაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ "ცხოველებზე ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს".

დეა მეტრეველი საუბრობს კანონპროექტში არსებულ ჩანაწერებზე, რაც ბუნდოვანია და საშიშ რისკებს შეიცავს. 

მაია ბითაძეს საგანგებო ბრიფინგს ვუსმინე... ძალიან ღელავდა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე... ყველას, ვისაც კანონპროექტის რედაქციასთან კითხვები და რეკომენდაციები აქვს, მატყუარები და დეზინფორმატორები უწოდა, რაც სამწუხაროა... საკუთარ მოქალაქეებთან ამ ჟანრში საუბარი ცუდია... ქალბატონ მაიას, დაავიწყდა, რომ კანონპროექტის კრიტიკოსები „ამბობეთ თითქოს“... არა... კანონპროექტში უწერია ეს ყველაფერი და მისი დღევანდელი ზეპირი ახსნა-განმარტებები, რომ ასე კი არა. ისე იქნება... ვიდრე დოკუმენტში სხვა რამე წერია, უხერხულია. ოცნების დეპუტატების ზეპირსიტყვიერების იმედად ვერ იქნება ეს სფერო.
✔ტყუილი ყოფილა თურმე, რომ ცხოველების მასობრივი ევთანაზიის რისკები არ არსებობს კანონის ამ რედაქციით. 
👉 მუხლი 25 ევთანაზიის საფუძვლები:
გ) „ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევა;“
სწორედ სიტყვა „საეჭვო“ ატარებს მანიპულაციის და ცხოველების მასიური მკვლელობების სარჩულს. ცოფით ცხოველის დაინფიცირების მყარი საფუძველი უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში ეს კვლელობების წახასილება იქნება.
ვ) „ცხოველის შეუქცევადი დაუძლურება;“
შექუცევადი დაუძლურება არის ბუნდოვანი ჩანაწერი. უნდა დაკონკრეტდეს რა მდგომარეობას მიიჩნევს სააგენტო შეუქცევად დაუძლურებად. სხვა შემთხვევაში ამ მუხლით გამართლდება ცხოველების ევთანაზიის შემთხვევები..
---
✔ტყული ყოფილა თურმე რომ 3-ზე მეტი ცხოველის ბინაში ყოლა რეგულაციებში ექცევა. როგორ ამტკიცებთ, რომ შეზღუდვა არ იარსებებ მიუსაფარი ცხოველების შემთხვევაში? კანონის ეს მუხლი სულ სხვა რაღაცას ამბობს - კრძალავს 3-ზე მეტი ცხოველის ყოლას მეზობლების თანხმობის გარეშე. ანუ ვისაც 4 ცხოველი ჰყავს, გააგდონ უნდა ქუჩაში თუ მეზობლები უარს ეტყვიან? ასე ებრძვით მიუსაფრების რაოდენობის შემცირებას? თუ ბინის ფართობი და პირობები უზრუნველყოფს ცხოველის კეთილდღეობას ეს შეზღუდვა უნდა გაუმართლებელია.
👉 მუხლი 8
1. „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე.“
---
✔ რაც შეეხება, საშენების ლიცენზიებს, რომლებზეც დღეს რატომღაც არ ისაუბრეთ:
თავშესაფარი, რომლის მთავარი და უპირველესი ამოცანაა მიუსაფარი ცხოველებზე ზრუნვა და მათი გაჩუქება, ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება დაუშვებელია პარალელურად ბიზნეს საქმიანობას და ცხოველების გამრავლების ფუნქციას ითავსებდეს. ეს მუხლი კანონის ძირითადი ამოცანების მიღწევის წინააღმდეგ მოქმედებს.
👉 მუხლი 14  
11. „კერძო თავშესაფარს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე მოაწყოს საშენი ამ კანონის მე- 17 მუხლით დადგენილი წესით.“
და კიდევ ბერვი სხვა მიუღებელი და ბუნდოვანი რეგულაცია, ცხოველების ჯილდოდ და პრიზად გადაცემის თაობაზე... საბაჟო რეგულაციებზე, საშენების ავტორიზაციაზე და 20 ლარიან მოსაკრებელზე, მეტისი ცხოველების გაუგებარ სელექციურ გამრავლებაზე და ა.შ... 
ამ კანონის მიღება ამ ფორმით, ამ რეგულაციებით, სფეროს წარმომადგენლობითი ჩართულობის გარეშე მიუღებელია! - წერს მეტრეველი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები