ცესკოს მიტაცებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი - პარლამენტი რეპრესიული კანონის მისაღებად ემზადება
ახალი პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში კობახიძის თავის მართლების ფონზე ჩაივლის - მთავრობის მეთაურმა პარტნიორებს უნდა აუხსნას, რატომ არ გაითვალისწინა "ოცნებამ" ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და რატომ გადაწყვიტა ცესკოს მიტაცება. პარლამენტი რეპრესიული კანონის მისაღებად უკვე ემზადება. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ერთადერთი ოპოზიციონერი მოადგილეც აღარ ეყოლება. ხელმძღვანელისა და წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესიდან სრულად ჩახსნეს საქართველოს პრეზიდენტი. ცესკოს მხოლოდ პარლამენტი დააკომპლექტებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.