რა როლი ექნება რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებზე? - რა იცის სალომე ზურაბიშვილმა
რუსეთის ჩარევის საფრთხე საქართველოს გადამწყვეტ არჩევნებში - ვის სასარგებლოდ იმუშავებენ რუსული სპეცსამსახურები, ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა პარტნიორებს აფრთხილებს, რომ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რუსების მონაწილეობით არჩევნების ჩატარება კი ქვეყნისთვის საბოლოო განაჩენი იქნება. რა იგულისხმა პრეზიდენტმა?
კრემლიდან "ოცნებისთვის" დახმარების პირველი ნიშანი გასულ კვირას სამხრეთ ოსეთში უკვე გამოჩნდა. როცა მარიონეტულმა რეჟიმმა მიიღო დირექტივა, რა უნდა გაკეთდეს ივანიშვილის გუნდის სასარგებლოდ.
ეს ერთი ფაქტია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა სავარაუდოდ უფრო მეტი იცის. ამიტომ ზურაბიშვილი პარტნიორებს ღიად მიანიშნებს, რომ დარჩენილი რამდენიმე თვე ყურადღების დიდი რესურსი სწორედ საქართველოსკენ უნდა მიმართოს. მანამდე კი საერთაშორისო მედიის საშუალებით პრეზიდენტი "ოცნებას" წამმზომს ურთავს და ეუბნება, რომ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
გერმანიიდან გაკეთებული განცხადებების გამო "ოცნებამ" პრეზიდენტი ლამის რუსეთის აგენტად გამოაცხადა. ცდილობდნენ დამტკიცებას, რომ რუსულ სპეცსამსახურები საქართველოში მათ კი არა, ოპოზიციას ეხმარება.
რუსეთის ჩარევა არჩევნებში - ვრცლად, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში