"ოცნების" მორიგი თავდასხმა ზურაბიშვილსა და პოლონელ მინისტრზე - უმრავლესობის წევრები სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავენ

19.02.24 20:32
"ოცნების" მორიგი თავდასხმა ზურაბიშვილსა და პოლონელ მინისტრზე - უმრავლესობის წევრები სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავენ

"ოცნება" სააკაშვილის გათავისუფლებას არ გამორიცხავს - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ღია მოწოდების შემდეგ, ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს საქართველოს პრეზიდენტისგან ელოდება. უმრავლესობის წევრები აკრიტიკებენ პოლონელ მინისტრს და თავს ესხმიან საქართველოს პრეზიდენტს. დარწმუნებული არიან, რომ ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო ნიადაგის მომზადება პატიმარი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად და ამისთვის უცხოეთში ვიზიტებს და მის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრებსაც იყენებს. 

პატიმარი პრეზიდენტის პარტია კი რეგიონებში გავიდა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქტიური კამპანია დაიწყო. მარტში ათონელის რეზიდენციაში ათეულობით ათას ხელმოწერას ჩააბარებენ, რითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ იმ ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები