გასაიდუმლოებული განკარგულებები და ოლიგარქისთვის ჩამოწერილი ჯარიმები - რითი იმართლებს თავს "ოცნება"

19.02.24 20:18
გასაიდუმლოებული განკარგულებები და ოლიგარქისთვის ჩამოწერილი ჯარიმები - რითი იმართლებს თავს "ოცნება"

"ქართული ოცნება" დიდ საგონებელშია - მესამე დღეა ფიქრობენ, რით გაამართლონ ყოფილი პრემიერის ის გასაიდუმლოებული განკარგულებები, რომელიც შაბათის ეთერში გასაჯაროვდა. ბოლოს მოიფიქრეს, რომ ეთერში ნაჩვენები დოკუმენტები ყალბია. არადა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში შავით თეთრზე წერია, როგორ ჩამოაწერა ყოფილა პრემიერმა ოლიგარქს ჯარიმები. სავარაუდოდ საუბარია ასეულობით ათას ლარზე, თუმცა ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ამ ციფრებს საგულდაგულოდ მალავს. 

დასამალი ოლიგარქს ნამდვილად აქვს. მით უმეტეს, როდესაც ივანიშვილის მიერ ნაყიდი და მიტოვებული ობიექტის ბედი 2 თვეში უკვე ახალმა პრემიერმა უნდა გადაწყვიტოს. განმუხურის კომპლექსზე გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა აპრილში გასდის და ახლა ირაკლი კობახიძემ უნდა გადაწყვიტოს, დაუწესებს თუ არა ფინანსურ სანქციებს პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, თუ ღარიბაშვილის ტრადიციას განაგრძობს და ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს მორიგ ჯარიმებს ჩამოაწერს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები